სოფელ ჭორვილაში არასრულწლოვანმა თავი ჩამოიხრჩო
თარიღი : 5-10-2019, 18:46 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში არასრულწლოვანმა თავი ჩამოიხრჩო. მომხდარს ინტერნეტთამაშებს უკავშირებენ.
თვითმკვლელობამდე ის ტელეფონში თამაშობდა, რის შემდეგაც სახლის სარდაფში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილის მამა აკაკი ივანაშვილი სასულიერო პირია, ის ჭორვილაში, ტაძარში მოძღვარია. გარდაცვლილი კი რამდენიმე წელი სტიქაროსანი იყო და ჭორვილაში, სასულიერო სემინარიაში, სწავლობდა.
მეზობლები და მეგობრები მას დადებით პიროვნებად ახასიათებენ და ამბობენ, რომ არც ოჯახში და არც მეგობრებთან კონფლიქტი არასოდეს ჰქონია. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს.