Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა კიდევ მეტი სტიმულის მომცემი იქნება,'-ხონის მერი წარმატებულ სპორტსმენებს

თარიღი : 3-10-2019, 16:52 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ მეორე საჯარო სკოლის სპორტდარბაზის სარემონტო სამუშაოების ბოლო დეტალები სკოლის წარმატებულ სპორტსმენებთან და სპორტის პედაგოგთან ერთად გაიარა.

"მომავალი თაობის სწორი განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა ჩემი და ჩემი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მაქსიმალურად ვცდილობთ მოვაწყოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა თითოეულმა მოზარდმა შესაძლებლობების რეალიზება და გაუმჯობესება მოახდინოს. მჯერა, სკოლებში სპორტული დარბაზების რეაბილიტაცია დამატებითი მოტივაცია იქნება თითოეული თქვენგანისთვის და ახალ სასწავლო წელს კვლავ არაერთხელ გვასახელებთ მიღწევებით. მე კი გპირდებით, რომ აქტიურად გავაგრძელებ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის ხელშეწყობას. მზად ვარ ნებისმიერ დროს მოვისმინო და გავითვალისწინო თქვენი სურვილები და იდეები,"- განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხონის სამ სკოლაში სპორტული დარბაზების რეაბილიტაცია მოხდა და აღნიშნული პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.


ნანახია: 522-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხონის მერობის კანდიდატმა ამომრჩეველთან იმ სხვა პრიორიტეტულ პროგრამებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელთა განხორციელება მომავალშიც

ამინდი