სამკერვალო კომპანია 'იმერი'-ს პარტნიორი ბრიტანეთში წამყვანი ტანსაცმლის მწარმოებელი გახდა
თარიღი : 3-10-2019, 16:37 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისში არსებული სამკერვალო კომპანია "იმერი"-ს ისტორია 90 წელს ითვლის, თუმცა ბოლო 20 წელია მისი ნაწარმი ევროპის ბაზარზე გამოჩნდა, ხოლო მისი პარტნიორები ცნობილ მსოფლიო დონის ბრენდებს წარმოადგენენ.
"იმერი"-ს სამარკო ნიშნით შეკერილი ნაწარმი საქართველოში დიდი პოპულარობოთ სარგებლობს და პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.
"საქმიანობის გაფართოების მიზნით, "წარმოე საქართველოში" პროექტის ფარგლებში, საწარმოში დიდი ცვლილებები მოხდა: აღდგა და კაპიტალურად გარემონტდა მეორე საამქრო, აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით, მოწესრიგდა შიდა და გარე ინფრასტრუქტურა. სწორედ ამ პროექტის შედეგად გახდა შესაძლებელი იმერის მიერ Marks & Spencer-ის, ბრიტანეთის წამყვანი ტანსაცმლის მწარმოებლისა და მსოფლიო ბრენდის აუდიტის წარმატებით გავლა და კიდევ ერთი მსხვილი პარტნიორის შეძენა. კომპანია "იმერი" მესამეა საქარველოში BTMtextile-სა და MGM-ის შემდეგ, რომელსაც Marks & Spencer -ის ხარისხის სერთიფიკატი გააჩნია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმის BTMtextile-ის უშუალო დახმარება და რეკომენდაციები მნიშვნელოვანი იყო სერთიფიკატის მიღებისათვის,"- აცხადებენ კომპანიაში.