Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონში განათლებისა და განვითარების სათემო სახლი აშენდება

თარიღი : 3-10-2019, 15:15 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე გერმანიის სახალხო უნივერსიტეტების ასოციაციის (Dvv international) საქართველოს ოფისის წარმომადგენელს დავით ჯიქიას შეხვდა და "ზრდასრულთა გადამზადების ცენტრის" შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

ხონში სათემო განვითარებისა და განათლების ცენტრის მმშენებლობა გერმანიის მთავრობისა და დანიის ლტოლვილთა საბჭოს მიერ ფინანსდება და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

გერმანიის სახალხო უნივერსიტეტების ასოციაცია (Dvv international) პროექტის ფარგლებში გეგმავს ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული სასწავლო კურსების დაფინანსებას სხვადასხვა მიმართულებით. ცენტრის საქმიანობა მოიცავს კომპიუტერით, უცხო ენებით, საბუღალტრო საქმით, აგრო სექტორით, სასტუმრო საქმით, მშენებლობით და სხვა მიმართულებით დაინტერესებული პირების გადამზადებასა და სერთიფიცირებას.

დღესვე, მერის მოადგილემ გერასიმე მჟავანაძემ სტუმართან ერთად ის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც უახლოეს პერიოდში ხონის განათლებისა და განვითარების სათემო სახლი აშენდება.


ნანახია: 551-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი