Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მძღოლების მიერ სიჩქარის გადაჭარბებას 'ჭკვიანი კამერების' გარდა, ხელის რადარებით აღჭურვილი პატრულ-ინსპექტორებიც დააფიქსირებენ

თარიღი : 2-10-2019, 20:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ცენტრალურ მაგისტრალებზე, ე.წ. ჭკვიან კამერებთან ერთად, მოძრაობის სიჩქარეს ხელის რადარებით აღჭურვილი პატრულ-ინსპექტორებიც გააკონტროლებენ.

როგორც იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული მეთოდი უკვე რამდენიმე თვეა მთელი საქართველოს მასშტაბით არის დანერგილი.

"აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით დაინერგა. სიჩქარის მზომი ხელის რადარებით აღჭურვილი პატრულ-ინსპექტორები იქ არიან განთავსებული, სადაც სიჩქარის მზომი რადარები არ არის,"-აცხადებენ უწყებაში.

მათივე თქმით, სიჩქარის მზომი ხელის რადარის მიერ სიჩქარის გადაჭარბების დაფიქსირებისას ჯარიმა ისევე დაიწერება, როგორც ე.წ.ჭკვიანი კამერის შემთხვევაში ხდება.

"ჩვენი პოლიცია ისევ ГАИ გახდა. ფრთხილად, მიაქციეთ ყურადღება სიჩქარეს. ასეთი "სიახლეა" ქუთაისთან,"-აცხადებენ მოქალაქეები.


ნანახია: 1465-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე ქობულეთის შემოვლით გზის 32-კილომეტრიან მონაკვეთზეც ამოქმედდება „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები და
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის და ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირების მიზნით, გასულ
საერთო ჯამში, ე.წ. უკონტაქტო პატრულმა თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სიჩქარის გადაჭარბების 37 951 შემთხვევა გამოავლინა.

ამინდი