Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მეორე ციხის დირექტორის თანამდებობა პატიმრის თვითმკვლელობას შეეწირა

თარიღი : 2-10-2019, 17:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მე-2 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი დღეს თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც წულუკიანმა განაცხადა, საქმეზე ძირითადი მტკიცებულებები უკვე შეგროვებულია და ახლა გამოძიება ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

„იმედი მაქვს ექსპერტიზის დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება და რა თქმა უნდა, ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ იმაზე, შესაძებელი იყო თუ არა თვითმკვლელობის თავიდან აცილება და ხომ არ იკვეთება, მათ შორის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ქუთაისის პენიტენციური დაწესებულების რომელიმე თანამშრომლის მიმართ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, ზუგდიდში ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი წურწუმია ციხეში გარდაცვლილი ნახეს. არსებული ინფორმაციით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

წურწუმია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში 28 სექტემბერს ძმის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მან დანაშაული აღიარა.


ნანახია: 170-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მათი თქმით, ლევან კორტავას მკვლელობის ახალი გარემოებები გამოვლინდა, რითაც დასტურდება, რომ დანაშაული სასჯელაღსრულების
წინასწარი ინფორმაციით, I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის რიგითმა ტ.ფ.-მ საშტატო იარაღიდან გასროლით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ქუთაისში ცენტრალური არქივის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო.

ამინდი