Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა ქუთაისის ციხეში თავი ზეწრით ჩამოიხრჩო

თარიღი : 1-10-2019, 22:46 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა პატიმარმა ქუთაისის სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს.

უწყების ინფორმაციით, გიორგი წურწუმიამ 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს, 16:28 სთ-ზე, პენიტენციურ დაწესებულებაში საკნის სარკმლის ცხაურზე, ზეწრის გამოყენებით თავი ჩამოიკიდა.

სასჯელაღსრულების სამინისტოს ინფორმაციით, დაწესებულების თანამშრომლების მიერ გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პარალელურად პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალის მიერ დაიწყო სარეანიმაციო ღონისძიებები. სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაწესებულებაში 17:30 სთ-ზე მივიდა, მაგრამ მიუხედავად მედპერსონალის მცდელობისა, 17:53 სთ-ზე დაფიქსირდა ბრალდებულის გარდაცვალება.

"მომხდარის შესახებ ეცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს, დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 -ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის, ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება, რამაც გამოიწვია ადამიანის სისცოცხლის მოსპობა) და ამავე კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა). ამჟამად საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება,"-ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი წურწუმია 28 სექტემბერს ძმის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გუშინ მიუსაჯა. 


ნანახია: 258-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ინფორმაციას ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისთვის აკრძალული
მამაკაცს ოჯახიდან დაურეკეს და დედის გარდაცვალების შესახებ აცნობეს, რის შემდეგაც პატიმარმა ემილ ხოფერიამ თავი მოიკლა.

ამინდი