Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ფული არ აკლდა, ვფიქრობ, რაღაც თამაშმა მიიყვანა ამ მდგომარეობამდე,'- წყალტუბოში ტრაგიკულად დაღუპული 18 წლის ბიჭის ბიძა მიზეზებზე საუბრობს

თარიღი : 1-10-2019, 14:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოში, ტრაგიკულად დაღუპული 18 წლის ახალგაზრდის ბიძა აცხადებს, რომ მის ძმიშვილს თავი მოსაკლავად არავითარი პირობა ჰქონდა.

18 წლის აპოლონ ფანცხავამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ახალგაზრდა მამაკაცი კოლხეთის ქუჩაზე, ცხრასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა და გარდაიცვალა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

როგორც ცნობილია, 18 წლის ახალგაზრდა სახლში მარტო ცხოვრობდა. ცნობილია ისიც, რომ გარდაცვლილის მამა საზღვარგარეთ ცხოვრობს და დედა პერიოდულობით დადიოდა საზღვარგარეთ. უბედური შემთხვევის დროს კი ახალგაზრდა მამაკაცის დედა თურქეთში იმყოფებოდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი დედაც ბუხაიძის ქუჩაზე, ცხრასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა და ადგილზე დაიღუპა.

"თავისებური ბავშვი იყო. ბოლო დროს ჩამოშორდა მეგობრებს, არავის ეკონტაქტებოდა. მამამისი საზღვარგარეთ არის, ის ცალკე უგზავნიდა ფულს. დედამისი ფულს აძლევდა და ჩვენც კიდევ თანხას ვაძლევდით. თავის მოსაკლავად არავითარი პირობა ჰქონდა. სულ ტელეფონში იყო. რომ ვეკითხებოდით რას აკეთებდა, უცებ დახურავდა და ტელეფონს დაბლოკავდა. მე ვფიქრობ, რომ რაღაც თამაშმა მიიყვანა ამ ზომამდე. ჩემი ძმა ინვალიდია და ისე ცუდადაა, შეიძლება ისიც გადაყვეს. ოჯახი განადგურდა,"- ამბობს გარდაცვლილის ბიძა.


ნანახია: 1002-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, რომ ადგილზე, სადაც მსგავსი საშიშროებაა, არავითარი გამაფრთხილებელი ნიშანი არის განთავსებული.
როგორც ცნობილია, გარდაცვლილმა თავი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩამოიხრჩო.

ამინდი