Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ევროპის სპორტის კვირეულს სიმბოლური გარბენი სკეიტბორდი და ჭადრაკის ტურნირი მიეძღვნა

თარიღი : 30-09-2019, 17:01 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, შემდეგი სპორტული ღონისძიებები: სიმბოლური გარბენი, მხატვრული ტანვარჯიში (საჩვენებელი ნომრები), ტაეკვანდო (საჩვენებელი პროგრამა), სკეიდბორდი, ჭადრაკი მოყვარულებისათვის მოეწყო. ღონისძიებები ქუთაისის მერიისა და ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზატორობით გაიმართა.

ევროპის სპორტის კვირეული არის სპორტული სახის ღონისძიება და ითვალისწინებს ქვეყანაში მასობრივი სპორტული ღონისძიებების და აქტივობების მოწყობას 1 კვირის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციებზე, რომლებშიც ჩართვა და მონაწილეობა შესაძლებელი იქნება ნებისმიერი მსურველისათვის. ევროპის სპორტის კვირეული საქართველოში მეორე წელია იმართება. დღესვე სტარტს აიღებს „სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა 2020," რომლის ორგანიზატორია სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მოიცავს შიდა სასკოლო, მუნიციპალურ, რეგიონულ, ზონალურ და დასკვნით თამაშებს სპორტის შვიდ სახეობაში (3X3 კალათბურთი, მინი ფეხბურთი, ფრენბურთი, ბადმინტონი, ხელბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, გეზრბენი).

2014 წლიდან ფედერაცია არის საერთაშორისო სასკოლო სპორტის ფედერაციის (ISF – International School Sport Federation) წევრი, რაც შესაძლებელს ხდის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ჩემპიონებმა მონაწილეობა მიიღონ ევროპის და მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატებში.

საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებითა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, მე-5 წელია ახორციელებს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროგრამას, რაც გულისხმობს საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მასობრივ ჩართულობას სპორტულ აქტივობებში.


ნანახია: 441-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ოლიმპიადა 25 ივნისს, სპორტის სასახლეში გაიხსნება.
ოლიმპიადაზე ქვეყნის მასშტაბით 1400 სკოლის 80000 მოსწავლე ასპარეზობდა.
ჩემპიონატი 16–დან 22–ივნისის ჩათვლით ესტონთში, ტალინში ჩატარდება.

ამინდი