Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთსერვის ჯგუფი" ქალაქში დასუფთავების კვირეულს იწყებს

თარიღი : 28-02-2014, 18:48 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
"ქუთსერვის ჯგუფი" ქალაქში დასუფთავების კვირეულს იწყებს.
დასუფთავების სერვისის ხელმძღვანელის გელა გაგუას თქმით, 1-ლი მარტიდან კვირეულის ფარგლებში იმ ქუჩებს დაასუფთავებენ, რომელთა დაგვა-დასუფთავებაც ტენდერის პირობების თანახმად არ ეკუთვნით.

"რადგან ქალაქში საერთო სურათი ძალიან ცუდია, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მომდევნო დღეებში დასუფთავების კვირეული გამოვაცხადოთ. ვგეგმავთ დავგვათ და დავასუფთაოთ ნიკეას დასაწყისი, ავტოქარხანაში ბუკიას შესახვევი და ჯავახიშვილის ქუჩა,"- ამბობს გაგუა.

შპს „ქუთსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი 6 მარტს, დასუფთავების კვირეულის დასასრულს, ქალაქის მერიის წარმომადგენლებთან ერთად მეეზოვეებს პროფესიულ დღეს მიულოცავს. მეეზოვეები სამსახურიასგან სიმბოლურ საჩუქრებსა და სიგელებსაც მიიღებენ.

"მეეზოვეების დღესთან დაკავშირებით გვსურს გამორჩეულ თანამშრომლებს სიმბოლური საჩუქრები და სიგელები გადავცეთ, რათა სტიმული იყოს ეს იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში სამაგალითოდ ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას"- აცხადებს გელა გაგუა.

ცნობისთვის, ქალაქის სისუფთავეზე ყოველდღიურად "ქუთსერვის ჯგუფის" 3 00-მდე თანამშრომელი ზრუნავს.


ნანახია: 1973-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"ქუთსერვის ჯგუფის" 100-მდე თანამშრომელმა, ქალაქში დასუფთავების კვირეულის ფარგლებში ნიკეას მიმდებარე ტერიტორია, ეკა-ბარდების,
საქართველოს ყველა ქალაქში დასუფთავების აქცია იმ მიზეზით გაიმართა, რათა ადგილობრივ ხელისუფლებებში დასაქმებულებისთის საშუალება არ
ქალაქის დასუფთავებაზე პასუხისმგებელი ფირმის ხელმძღვანელის განცხადებით, ქალაქის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქალაქის მერიაში ხარჯების დაზოგვით ხსნიან.
ქუთაისში, ქალაქის მასშტაბით არსებული ძეგლებისა და მონუმენტების დასუფთავების აქცია დაიწყო.

ამინდი