Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ჩემი ოცნების ქალი ხარ, გაღმერთებო,'-ოჯახში ძალადობის მსხვერპლი დეა გოშხეთელიანი ყოფილი ქმრის ადვოკატს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

თარიღი : 30-09-2019, 09:41 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ოჯახში ძალადობის მსხვერპლი დეა გოშხეთელიანი ყოფილი ქმრის ადვოკატს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ დეა გოშხეთელიანმა სოციალურ ქსელში დაწერა და მისი და ადვოკატის საუბრის დეტალები გაახმაურა. 

„მოკლედ მეგობრებო ასეთი ამბავია ჩემი ყოფილი ქმრის სასჯელაღსრულებიდან გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე. არ ვიცი ეს სასაცილოც არის და სატირალიც მგონი, მოკლედ დღეს შუადღეს მირეკავს ჩემი ყოფილი ქმრის ერთ-ერთი ადვოკატი ირაკლი შენგელია. არ ვიცი ჩემი ნომერი საიდან გაიგო , როგორც თვითონ მითხრა, ერთმა კარგმა ადამიანმა მისცა.

მოკლედ თავიდან მომატყუა ვინაობა და მეც აგრესიულად მივაწექი ეგრე არ ეცნობიან მეთქი და ქურდულს თუ აწვები მოდი სადაც გინდა როცა გინდა და „ჩავიცუცქოთ და „ვიბაზროთ ერთი მეთქი არც ეგ მეშლება თქო, თუ ერთი ადგილი გაქვს ახლავე გიბარებ მოდი და პირადად გამესაუბრე რისი თავი გაქვს „მერაბ თქო” (ის სახელი რაც თვითონ მითხრა).

მერე დაიწყო რაც დაიწყო მეგობრებო, მოემზადეთ. ჩემი ოცნების ქალი ხარო, გაღმერთებო, ისეთი ლამაზი ხარო, შენი *ლე ქმარი ნაძირალაა, როგორ გაბედა შენი ცემაო, მერე ლექსი წამიკითხა, თან ვეღადავებოდი, თან ვეაგრესიულებოდი რათა გამომეტეხა ვინ იყო (პარალელურად ვარკვევდი). მერე 13 ოქტომბერს ვიცი რომ დაბადების დღე გაქვს და ჩამოვალო და გნახავო, მეთქი არ ჩამომსვლელის თქო... მოკლედ ამ ლაპარაკში ჩემით გავარკვიე ვინც იყოო და ვუთხარი, ესა და ეს ხარ ვიცი და რა გინდა ახლა რატომ მირეკავ თქო, დაიბნა უცებ ჩაუვარდა ენა, მერე რა იყოო, რა მოხდაო, - რა იყო მეთქი და მე აგიკრძალე მგონი ჩემთან რაიმე სახის კონტაქტი თქო არ იყო შენთვის გასაგები თქო?

მერე ისევ დაიწყო გაღმერთებო, ჩემი ოცნების ქალი ხარო, ქალღმერთი ხარო, ვიცი მეთქი ეგ ყველაფერი ქალღმერთიც რომ ვარ, ლამაზიც და ოცნებაც თქო, რა გინდა ჩაიჭერი კაცობაში ამ წუთას ჩემთან თქო.
ხოდა ახლა სადღეგრძელო უნდა მოგიძღვნაო, 13- ში ჩამოვალო და გათიშა.

მოკლედ მე კი ვხვდები რომ აშკარად მენტალური პრობლემები აქვს ამ ადამიანს, იმასაც ვფიქრობ ყველა იმბეცილი მე როგორ უბდა გადამეკიდოს, ცოტა მეცინება , ცოტა ვბრაზდები, მაგრამ ყველაზე მეტად ის მაინტერესებს ახლა აი ეს საქციელი რა კანონში, რა ეთიკაში, რა ნორმაში ჯდება საერთოდ და თუ ვინმემ იცით ამიხსენით, იქნებ მე ვერ ვგებულობ.
და კიდევ, ამ აშკარა მენტალური პრობლემების მქონე ადამიანი, მითუმეტეს ჩემი ყოფილი ქმრის ადვოკატი - რამდენად საფრთიხს შემცველია ჩემთვის ?????“ - წერს გოშხეთელიანი.

თავად ადვოკატი ამბობს, რომ პოსტი არ უნახავს, თუმცა გოშხეთელიანთან სატელეფონო საუბარს ადასტურებს.


ნანახია: 540-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დეა გოშხეთელიანი ყოფილი ქმრის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს.
22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს მასზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
ქუთაისის მკვიდრი ლაშა მურუსიძე ქუთაისური ფასდაკლების, ე.წ. 'სეილის' შესახებ წერს.
'მეუღლეს, რომელიც უზომოდ მიყვარდა, 14 წლის წინ ეჭვიანობის გამო დავშორდი. ერთ დღეს გამოვუცხადე, სამუდამოდ მივდივარ-მეთქი და წავედი

ამინდი