ქუთაისელ ადვოკატებს მათი ხელმძღვანელის დანაშაულის არ სჯერათ
თარიღი : 28-02-2014, 16:22 | კატეგორია: ---

ქუთაისელი ადვოკატები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ზაზა ხატიაშვილის მხარდამჭერ განცხადებას აკეთებენ.
ადვოკატების თქმით, ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით ხატიაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდება უსაფუძლოა. ადვოკატები იმასაც ამბობენ, რომ ადვოკატთა ასოციაციის ყოფილ თავმჯდომარეს ნუგზარ ბირკაიას, რომელიც ხატიაშვილს აღნიშნულ ბრალდებას უყენებს, ფინანსურ დარღვევებს თავად ჩადიოდა.
„ბირკაიამ ადვოკატებს ქუთაისის ოფისი გაუყიდა და თითოეული ადვოკატის შემოსავლის 20% თავად მიჰქონდა. ზაზა ხატიაშვილს ჩვენი დაცვა არ სჭირდება. ის თვითონ არის თითოეული ადვოკატის დამცველი. ჩვენი მოთხოვნაა შეწყდეს მიზანმიმართული კამპანია მის წინააღმდეგ,“ - ამბობს ადვოკატი მზია ბოჭორიშვილი.
ზაზა ხატიაშვილი ორგანიზაციის ხელმძღვანელად მიმდინარე წლის იანვარში, მეორედ, 4 წლის ვადით აირჩიეს.