Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის პოლიციამ სარფის საბაჟოზე ნარკოტიკული საშუალებების გადაზიდვის ბრალდებით მოქალაქე დააკავა

თარიღი : 29-09-2019, 12:32 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით, 1967 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.ჩ. საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული ნივთიერება „მეტადონის“ შემცველი 10 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


ნანახია: 102-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჩადენილი დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამინდი