იმერეთში მოღვაწე ადვოკატებმა სპეციალური ბრიფინგი გამართეს
თარიღი : 28-02-2014, 16:16 | კატეგორია: სამართალი

ქუთაისელი ადვოკატები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ზაზა ხატიაშვილის მხარდამჭერ განცხადებას აკეთებენ.
ადვოკატების თქმით, ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით ხატიაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდება უსაფუძლოა. ადვოკატები იმასაც ამბობენ, რომ ადვოკატთა ასოციაციის ყოფილ თავმჯდომარეს ნუგზარ ბირკაიას, რომელიც ხატიაშვილს აღნიშნულ ბრალდებას უყენებს, ფინანსურ დარღვევებს თავად ჩადიოდა.
„ბირკაიამ ადვოკატებს ქუთაისის ოფისი გაუყიდა და თითოეული ადვოკატის შემოსავლის 20% თავად მიჰქონდა. ზაზა ხატიაშვილს ჩვენი დაცვა არ სჭირდება. ის თვითონ არის თითოეული ადვოკატის დამცველი. ჩვენი მოთხოვნაა შეწყდეს მიზანმიმართული კამპანია მის წინააღმდეგ,“ - ამბობს ადვოკატი მზია ბოჭორიშვილი.
ადვოკატები, მათი კოლეგის გიორგი ონიანის წინააღმდეგ საქმის აღძვრასაც ეხმაურებიან.
ადვოკატების განცხადებით, ზაზა ხატიაშვილი იცავდა ადვოკატ გიორგი ონიანს, და არა, როგორც დამნაშავე პიროვნებას.
"არის თუ არა გიორგი ონიანი დამნაშავე, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ ხატიაშვილი ვალდებული იყო ის, როგორც ადვოკატი დაეცვა. ადვოკატს ევალება კლიენტის დაცვა და ჩვენ ადამიანები პოლიტიკური ნიშნით არ უნდა გამოვარჩიოთ"- განაცხადეს ადვოკატთა ასოციაციაში.