Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონში, ზესტაფონი-ქუთაისის დამაკავშირებელ ალტერნატიულ გზას რეაბილიტაცია უტარდება

თარიღი : 27-09-2019, 17:47 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ზესტაფონში, როდინაული-ობჩის დამაკავშირებელ საავტომობილო გზას რეაბილიტაცია უტარდება.

5 კმ - იანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია 3 მილიონი ლარით არის დაფინანსებული. პროექტი მუნიციპალირი განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

მიმდინარე პროექტის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას, ზესტაფონის მერი გიორგი გოგლიჩიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე და მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც 2 მუნიციპალიტეტს- ზესტაფონს და ბაღდათს დააკავშირებს ერთმანეთთან. აღნიშნულ დასახლებაში ათეულობით წლებია მსგავსი მასშტაბის პროექტი არ განხორციელებულა. როდინაული-ობჩის საავტომობილო გზა არის აგრეთვე ზესტაფონი-ქუთაისის ავტომაგისტრალის ალტერნატიული გზის მონაკვეთი. რეაბილიტირებული გზით სარგებლობას 3000 მეტი ადამიანი შეძლებს,"- აღნიშნა ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ

პროექტის მიხედვით, გზის ზედაპირზე 18 სმ. სისქის არმირებული ბეტონის საფარი მოეწყობა. სამუშაოებს ტენდრში გამარჯვებული C & K ტექნოლოგი ასრულებს.


ნანახია: 203-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ღორეშა-ბაზალეთის ინფრასტრუქტურული პროექტი გზაზე ცემენტბეტონის, სანიაღვრე არხებისა და წყალამრიდი მილების მოწყობას ითვალისწინებს.
სოფელ ტაბაკინში 3 კილომეტრამდე გზის მონაკვეთი დაიგება, რომელიც ხელს შეუწყობს აღნიშნული სოფლის ტურისტული თვალსაზრისით განვითარებას.
ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე (კოპიტნარის მიმართულებით) ორ კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია,
გზის სრული რეაბილიტაცია აგვისტოს თვეში დასრულდება.

ამინდი