ქუთაისში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა იწყება
თარიღი : 27-09-2019, 17:39 | კატეგორია: ახალი ამბები

ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, ოფიციალურად იხსნება სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020.
ოლიმპიადასთან დაკავშირებით ქუთაისის მერიის სხდომათა დარბაზში, საჯარო სკოლების დირექტორებთან ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებითა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროგრამას მე-5 წელია ახორციელებს, რაც საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მასობრივ ჩართულობას გულისხმობს სპორტულ აქტივობებში.
ქუთაისში ოლიმპიადის ჩატარებას უკვე მეორე წელია ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება უზრუნველყოფს.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მოიცავს შიდასასკოლო, მუნიციპალურ, რეგიონულ, ზონალურ და დასკვნით თამაშებს სპორტის შვიდ სახეობაში (3X3 კალათბურთი, მინი ფეხბურთი, ფრენბურთი, ბადმინტონი, ხელბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, გეზრბენი).