Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს

თარიღი : 27-09-2019, 15:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო განხილვა მიმდინარეობს. შეხვედრა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში იმართება. ადგილობრივებს ახალ ცლილებებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად აცნობს.

ცვლილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი საარჩევნო ბარიერით ჩატარებას გულისხმობს.

პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის გარდამავალი დებულებებიდან ამოღებულია ჩანაწერი 3%-იანი საარჩევნო ბარიერისა და პოლიტიკური პარტიების ბლოკების შესახებ. იმისათვის, რომ განისაზღვროს რამდენი მანდატი მიიღო პარტიამ, მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და ყველა პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობაზე გაიყოფა. მიღებული მთელი რიცხვი პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა იქნება.

გადაუნაწილებელი მანდატების დარჩენის შემთხვევაში, ის საუკეთესო შედეგის მქონე პარტიებს შორის, რიგითობით განაწილდება.

ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, აღნიშნული იძლევა იმის საშუალებას, რომ პარლამენტში საქმეზე ორიენტირებული და ქვეყნის მოყვარული პარტია მოხვდეს.


ნანახია: 422-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმათა 100% დაითვალა. ბოლო მონაცემებით, საარჩევნო ბარიერს სამი პოლიტიკური პარტია კვეთს:
ამჯერად, არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები თერჯოლაში ჩავიდნენ და მოსახლეობას შეხვდნენ
ზესტაფონში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 702 უბნიდან ამ დროისთვის 3045 უბნის შედეგები აქვს დათვლილი, რაც ხმების 82,55 %-ს შეადგენს.
სუბიექტები, რომელთაც 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 3%-ზე ნაკლები მიიღეს, დაფინანსებას 2014 წლის ადგილობრივი
თუკი არჩევნების მეორე ტურში კანდიდატებმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს, გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელმაც პირველ

ამინდი