"პატრიოტები", რომლებიც ქუთაისურ პოლიტიკას დატოვებენ
თარიღი : 28-02-2014, 11:54 | კატეგორია: პოლიტიკა, მთავარი თემა

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კადრები ტოვებენ.
Topnews.com.ge-სთვის ცნობილი გახდა, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი, ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი გია შარაბიძე და საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე გოგიტა გოგელაშვილი იმ კადრების მცირე ჩამონათვლია, რომლებიც გოჩა თევდორაძის ერთგულ დასაყრდენ ძალად მოიაზრება და რომლებმაც მაღალი პოზიციები ერთმანეთის მიყოლებით დათმეს.
მერიის კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქუთაისურ პოლიტიკას მალე „პატრიოტთა ალიანსის“ შემდეგი წევრები: ქუთაისის მერიის პრივატიზაციის სამსახურის უფროსი ბესო ცქიფურიშვილი და საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები ტატო მესხი და რაულ ქორჩილავა დატოვებენ.
„თუმცა ეს არ არის იმ პირთა სრული სია, რომელიც ე.წ. „რუხ კარდინალს“ გაყვება ქუთაისის პოლიტიკიდან. თუმცა გოჩა თევდორაძის კადრების ნაკლებობას თვითმმართველობის არც სხვა სამსახურები განიცდიან და დაზუსტებით ვერავინ ამბობს, თუ რა პოზიციების გასუფთავებით გაგრძელდება საზოგადოების მიერ სამართლიანობის აღდგენად წოდებული წმენდა თვითმმართველობაში. ასეთი პროგნოზების ფონზე მართლაც აქტუალური და დამაინტრიგებელი ხდება კითხვა - ვინ იქნება შემდეგი?!,“ - აცხადებს წყარო.