Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ევროპის სპორტული კვირეული ჭიათურაში

თარიღი : 25-09-2019, 18:25 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ჭიათურა ევროპის სპორტულ კვირეულს შეუერთდა. კვირეულის ფარგლებში კრივში შეჯიბრი ჩატარდა. შეჯიბრში მონაწილეობა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის სპორტსმენებმა მიიღეს.

“ევროპის სპორტის კვირეული“ (European Week of Sport – #BeActive) ევროკომისიის ორგანიზებით, 2015 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ხელს უწყობს სპორტული და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას ევროპის მასშტაბით.

საქართველოში ღონისძიების კოორდინატორი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა.

"ევროპის სპორტის კვირეული“ იმართება ყველასთვის, განურჩევლად ასაკისა, სპორტული გამოცდილებისა, თუ ფიზიკური მომზადების დონისა. კამპანია წარმოებს ჰეშთეგით #BeActive და მოუწოდებს მოსახლეობას, იცხოვრონ ცხოვრების ჯანსაღი წესით, იყვნენ აქტიურები.


ნანახია: 607-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველო ევროკომისიის ინიციატივას მიმდინარე წელს პირველად შეუერთდა. ევროპის სპორტის კვირეული მიზნად ევროპის მასშტაბით სპორტის
სპორტული კვირეულის მიზანს ქალაქში სპორტული კულტურის განვითარება, სპორტული ტრადიციების აღდგენა და სპორტში ხალხის ფართო მასების
იმუნიზაციის საერთაშორისო კვირეული ევროპის 53 ქვეყანაში აღინიშნება.

ამინდი