Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში გზების მოწესრიგების შემდეგ, ქალაქის მერია კორპუსების ფასადების რეაბილიტაციას იწყებს

თარიღი : 25-09-2019, 17:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ ცხრა თვის მანძილზე გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.

კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ბექა ყურაშვილის განცხადებით, 2019 წელს 18 ქუჩის რეაბილიტაცია მოხდა. სამუშაოების შედეგად მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, შეიცვალა სანიაღვრე არხები და რამდენიმე ქუჩაზე დამონტაჟდა დეკორატიული გარე განათება.

მისივე თქმით, ცხრა თვის მანძილზე განხორციელებული პროექტებისთვის საერთო ჯამში 9 მილიონი ლარი დაიხარჯა. წლის ბოლომდე ასევე დაგეგმილია რამდენიმე პროექტის განხორციელება, რომლისთვისაც 1 მილიონ 400 ათასი ლარი არის გათვალისწინებული.

მიმდინარე წელსვე რეაბილიტაცია ჩაუტარდება სპორტულ და სამუსიკო სკოლებს.გარდა ამისა, მოწესრიგდება ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე ბინების ფასადები და სადარბაზოები.


ნანახია: 360-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ბექა ყურაშვილი დღეს საკრებულოს სხდომაზე სამსახურის მიერ 8 თვის განმავლობაში
მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ზურაბ სარალიძის თქმით, მიმდინარე წელს ქუთაისში დაგეგმილია 28

ამინდი