Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა შემოსავალი აქვს ტყიბულის შახტების მფლობელ კომპანიას, რომლის მეშახტეებიც ხელფასის დარიცხვას ითხოვენ

თარიღი : 25-09-2019, 17:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
კუთვნილი ხელფასებისა და ტყიბულის განვითარების გეგმის გაცნობის მოთხოვნით, ტყიბულში მეშახტეები აქციას მართავენ. მათი თქმით, როგორც წესი, შრომის ანაზღაურება 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ, თუმცა კომპანიამ ისინი სასწავლო წლის დაწყების დროს თანხის გარეშე დატოვა და უფრო მეტიც - კომპანიის წარმომადგენლები ვერც ახლა ამბობენ როდის დაურიცხავენ ხელფასებს.

მუშაკთა პროფესიული კავშირი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ სასწრაფოდ მოხდეს თანხების აკუმულირება ტყიბულელთა შრომის ანაზღაურების გასაცემად და ასევე მოხდეს მეშახტეების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით თუ რა გეგმა გააჩნია მთავრობას და კომპანიას ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ფინანსური მაჩვენებლები აქვს მინდელისა და ძიძიკურის შახტების მფლობელ კომპანიას. ცნობისთვის, შახტების მფლობელია „საქნახშირია“, რომლის 100%-იანი წილის „ჯი-აი-ჯი ჯგუფს“ (საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი) ეკუთვნის. მისი გენერალური დირექტორი დავით ბეჟუაშვილია, ხოლო მფლობელი - მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული „ჩემექსიმ ინტერნეშენალი“. კომპანიის ანგარიშგების თანახმად, კომპანიის საბოლოო ბენიფიციარი მფლობელია დავით ბეჟუაშვილი.

რაც შეეხება ფინანსურ მაჩვენებლებს, კომპანიის ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების თანახმად, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის შემოსავალი - 19,616,424 ლარი; მომხმარებლებისგან მიღებული ფულადი სახსრები - 29,019 მლნ ლარი იყო. 2018 წლის განმავლობაში საერთო მოგება 276,931 ლარს (1.41%) შეადგენდა, რაც შესაბამისობაშია 2017 წელთან როცა მთლიანი მოგება წარმოადგენდა 1.27 %-ს. ხოლო საბოლოო წმინდა ზარალი - 20,924,165 ლარი იყო. ამასთან, საანგარიშო პერიოდში კომპანიას საკუთრებაში 125,120 მლნ ლარის აქტივები ჰქონდა.

როგორც ანგარიშგებაში წერია, შპს “საქნახშირი“ დაფუძნდა 2006 წლის 27 აპრილს. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა ნახშირის მოპოვება, გადამუშავება (გამდიდრება) და რეალიზაცია. ნახშირის შახტები მდებარეობს ქალაქ ტყიბულში. 2016 წელს კომპანიამ დაიწყო ელექტროენერგიის წარმოება და რეალიზაცია. კომპანიას დაფუძნებული აქვს სამი შვილობილი კომპანია: შპს პოლჩარ ჯორჯია, შპს სავაჭრო სახლი საქნახშირი (ჯი აი ჯი ჯგუფი) და შპს სი-ბი-ემ ჯორჯია. შპს სავაჭრო სახლი საქნახშირი (ჯი აი ჯი ჯგუფი) და შპს სი-ბი-ემ ჯორჯია დაფუძნებულია 2017 წელს. არცერთ შვილობილ კომპანიას არ აქვს საოპერაციო საქმიანობა 2018 და 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.

ამასთან, როგორც ანგარიშგებაში ვკითხულობთ, 2018 წელს კომპანიაში დასაქმებული იყო საშუალოდ 1 240 თანამშრომელი.


ნანახია: 299-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტყიბულის, მინდელის სახელობის შახტის მფლობელი კომპანია 'საქნახშირია', რომელიც ნახშირის ერთადერთი მომპოვებელი კომპანიაა
ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს კომპანიამ სხვადასხვა მიმართულებით გაამჯობესა მაჩვენებლები.

ამინდი