გოგონა, რომელიც ბავშვობიდან ლექსებს წერს, კრებულის გამოსაცემად ემზადება
თარიღი : 24-09-2019, 00:31 | კატეგორია: ახალი ამბები

ნინო ქანთარია ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე სწავლობს. ნინო მეორე კურსის სტუდენტია. რუსეთში დაიბადა. მეხუთე კლასში იყო საქართველოში, წალენჯიხის რაიონში რომ ჩამოვიდა. იხსენებს რომ ქართული ენის სწავლა თავიდან გაუჭირდა, თუმცა მონდომების შედეგად შეისწავლა და მალე ლექსების წერაც დაიწყო. ამჟამად 100-ზე მეტი ლექსის ავტორია. თავდაპირველად მხოლოდ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უკითხავდა ლექსებს, თუმცა მეგობრების თხოვნით მალე სოციალურ ქსელშიც განათავსა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
"ლექსებს ბავშვობიდან ვწერ. ყველანაირ თემატიკას ვეხები, ვწერ სამშობლოზე, სიყვარულზე, სულიერ სამყაროზე და ა.შ. ამის გარდა მაქვს პატარა ჩანახატები და მოთხრობები. თავიდან იყო კრიტიკაც, თუმცა ეს მმატებს ძალას უფრო კარგად ვწერო და გამოვასწორო. ვცდილობ აქტიური ვიყო შემოქმედებითი კუთხით და სხვადასხვა კონკურსებში მივიღო მონაწილეობა. ბედნიერი ვარ იმითაც , რომ ჩემი ერთ-ერთი ლექსი ყველასთვის საყვარელმა მომღერალმა გოჩა ჭაბუკაიძემ აამღერა,"-ამბობს ნინო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნინოს რამდენიმე ლექსი წიგნში "ლექსის აკვანი" მოხვდა, რომელიც ცნობილი მწერლების მიერ ახლახანს გამოიცა. ნინომ ამისთვის კონკურსი გაიარა და ნიჭიერ ახალგაზრდებს შორის მისი ლექსებიც შეირჩა.
ნიჭიერ პოეტს მომავალში საკუთარი ლექსების პატარა კრებულის გამოცემა სურს და მკითხველის წინაშე თავისი შემოქმედების წარდგენას გეგმავს.