Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ არის ე.წ. ქეთინო დეიდა, რომელიც თაღლითური გზით მოქალაქეების თანხებს ითვისებს

თარიღი : 23-09-2019, 16:47 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქვეყანაში შექმნილმა მძიმე სოციალურმა ფონმა, ეროვნული ვალუტის რეკორდულად გაუფასურებამ და "ქართული ოცნების" მიერ დაწესებულმა საბანკო რეგულაციებმა, გაუმჯობესების ნაცვლად, მოქალაქეების მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა.

იმ ფონზე, როდესაც "ქართული ოცნება" და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თავს იწონებენ, მოქალაქეთა დიდი ნაწილია იძულებულია, დახმარება კლვავ მევახშეებს სთხოვოს. როგორც ირკვევა, ე.წ. მევახშეებთან მოქალაქეებს შუამავლები აკავშირებენ, რომლებიც სანაცვლოდ თანხის 10-დან 12 პროცენტამდე ითხოვენ. ირკვევა ისიც, რომ შუამავლებს შორის არიან როგორც კეთილსინდისიერი, ისე თაღლითი პირები, რომლებიც დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქეების მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებენ და მათგან თანხებს მოტყუებით იღებენ.

იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს მოქალაქე დაუკავშირდა, რომელმაც დეტალურად ყვება სქემის შესახებ.

"წლებია ბანკებთან ვურთიუერთობ და არაჩვეულებრივი საკრედიტი ისტორია მაქვს. ადამიანს, რომელსაც ძალიან სჭირდებოდა სესხი და უჭირდა, თავდებად დავუდექი, თუმცა შემდეგ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, სესხი არ გადაიხადა, რამაც მე პრობლემა შემიქმნა. თანხა მჭირდებოდა სასწრაფოდ, ამიტომ გადავწყვიტე საცხოვრებელი სახლი კერძო მევახშესთან ჩამედო და ამგვარად ნაწილობრივ მაინც მომეგბარებინა ჩემი პრობლემა. ძალიან ბევრ შუამავალს დავუკავშირდი. მათი საკონტაქტო განცხადებების საიტზე ვიპოვე. ბოლოს ერთ-ერთი დამპირდა დახმარებას. მითხრა, რომ ჩემს საქმეს გააკეთებდა და მომიძებნიდა იპოთეკარს, რომელიც ჩემს სახლში თანხას ჩადებდა.
აღნიშნულის შემდეგ საღამოს მირეკავს და ასეთ რამეს მუებნება, რომ იპოვა იპოთეკარი, ვინმე ნატა, თუმცა პრობლემა ის იყო, რომ ნატას ბანკიდან დიდი სესხი ჰქონდა გამოტანილი, ის უნდა დაეფარა და იმ სესხის გასანოლებლად 1 500 დოლარი სჭირდებოდა. მოკლედ, ამბობს იმას, რომ სადღაც 600 დოლარი მე მაქვს სახლში გადადებული, ნატასაც აქვს მცირე თანხა და იქნებ შენ 300 დოლარი მოიძიოო. ცოტა არ იყოს, დავიბენი, რომ იპოთეკარს, რომელიც დიდ თანხებს აპროცენტებს, ამგვარი მდგომარეობა ჰქონდა, თუმცა დაველოდე მოვლენების განვითარებას. თან თანხაც სასწრაფო და მოკლე დროში მჭირდებოდა.

იპოთკარის ამგვარი მდგომარეობა შუამავალმა იმით ახსნა, რომ მიკროსაფინანსოდან დაბალ პროცენტში გამოაქვს დიდი თანხა, მაღალ პროცენტში სესხად გასცემს, მაგრამ ძირითადი თანხის მოტანა უჭირთ, თან ცოტა ხნის წი მის ძმისშვილს ძვირადღირებული ავტომობილი უყიდა და თანხა არ აქვსო. ერთი სიტყვით, იპითეკარი ამ სესხს რომ გადაფარავდა, მერე ახალი სესხი უნდა გაეკეთებინა და იმ სესხიდან თანხა ჩემთვის მოეცა.

ეს ყველაფერი სამ სამუშაო დღეში უნდა მომხდარიყო.ვისესხე 300 დოლარი და მივეცი. მირეკავს და მეუბნება, რომ ყველაფერი მოწესრიგებულია და თანხას ველდოებით. შემდეგ ისევ მირეკავს ორ თუ სამ დღეში და მეუბნება, რომ მიკროსაფინანსოში ფინანსური პილიცია შევიდა და სესხის გაცემა ჭიანურდება.თან ვიდრე ვითომ ჩემს საქმეს აგვარებს, მეცნობა, რომ სასწაული ქალია, უამრავი ოჯახი ჰყავს გადარჩენილი გამოსახლებას, სიკეთის განსახიერებაა, არის არაჩვეულებრივი მზარეული და ასე შემდეგ.შემდეგ ასი დოლარის დამატება მოითხოვა, რომ თავის საქმეზე დააკლდა და მეორე დღესვე დარიცხავდა, როგორც კი მის საქმეს გააკეთებდა. ამის შემდეგ დაახლოებით სამი თვე გავიდა და მიზეზები არ ილეოდა. როდესაც ჩემი კუთვნილი თანხის დაბრუნება მოვითხოვე, რომელიც მან თაღლითურად მიითვისა, დავაბრუნებო და დღეები არ ელეოდა. ღმერთს ვფიცავ და ოჯახის ამოწყვეტა კიდევ რამდენიც გინდათ, იმდენი იყო. ხან მანქანა ეტაკებოდა და ავარიაში ხვდებოდა, ხან კიდევ მომაკვდავს უვლიდა, ხან კიდევ ვითომ თვითონ გადააგდეს და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, მიზეზები არ ელეოდა. როგორც ამბობდა, თბილისში ცხოვრობს და მისი სიკეთეების წყალობით, უძვირესი სახლი ჩაუვარდა იაფად და ბედნიერი იყო, რომ იყიდა. ქეთევან კაპანაძეა ეს შუამავალი და ამ ისტორიას მხოლოდ იმიტომ ვყვები, რომ სხვებიც არ მოხვდნენ მსგავს სიტუაციაში და არ ენდონ ამ თაღლით ადამიანს, რომელსაც თურმე "ქეთინო დეიდას" სახელით იცნობენ და რომელიც თურმე ოჯახების გადამრჩენელი. აუცილებლად მივმართავ საგამოძიებო ორგანოებს, რომ ამ თაღლით და უპასუხისმგებლო ქალს სხვა დროს მსგავსად მოქცევის სურვილი არ გაუჩნდეს,"- ამბობს ქალბატონი.


ნანახია: 676-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ეს ჩვენს საზოგადოებაში უაღრესად აქტუალური და მტკივნეული თემაა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თამარ გიორგობიანის ოჯახის წინააღმდეგ საგარეო უწყებასთან შესაძლოა აქციები
საქართველოში ეროვნული ვალუტა დღითიდღე უფასურდება. ლარის გაუფასურებით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობენ ქუთაისშიც.
ქალბატონი ი.დ. აცხადებდა, რომ მას მოტყუებით გამოსძალეს 12 300 აშშ დოლარი. მართალია ამის გამო თაღლითობაში ბრლდებული პიროვნება
მოშიმშილე ოთარ ხმელიძე ამბობს, რომ ბანკიდან სესხის სახით 17 500 ლარი ჰქონდა გამოტანილი, რომელსაც პირნათლად იხდიდა.

ამინდი