Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მარტო გზაზე რაღაც ხსნარის გაშვება არ კმარა,'-მოსახლეობა, რომელსაც აზიური ფაროსანას მიზეზით შიმშილი ემუქრება

თარიღი : 23-09-2019, 10:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის მკვიდრი ირინე გელაშვილი ერთ-ერთია, ვინც შრომისა და მონდომების მიუხედავად, მიმდინარე წელს მოსავლის გარეშე დარჩა. მიზეზი სოფელში მომრავლებული მავნე მწერი აზიური ფაროსანაა. ქალბატონი განმარტავს, რომ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, მხოლოდ გზის ნაწილის თერმული ნისლით დამუშავება საკმარისი არ არის და სახელმწიფო მოსახლეობასთან შეთანხმებით, უფრო ეფექტურ ღონისძიებებზე უნდა გადავიდეს.

"ზოგმა თხილი გააშენა, რომ შემოსავალი ჰქონოდა, მაგრამ მოსავალი ვერ მიიღო. ყანები, ვენახები, ყველაფერი განადგურდა. ტყუილად ვიშრომეთ. მარტო გზაზე რაღაც ხსნარის გაშვება და მდინარის ნაპირზე ერთი ფერომონის ჩამოკიდება კმარა? მოვიდნენ ჩვენთან, დაგველაპარაკონ და გაიგონ რა გვინდა,"- ამბობს მოსახლეობა.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით საკოორდინაციო მართვის ცენტრია შექმნილი. ცენტრში აცხადებენ, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა მავნე მწერის რაოდენობის და შესაბამისად, მის მიერ მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის რაოდენობაც შეამცირა.


ნანახია: 437-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბრისას იმერეთის ვიცე-გუბერნატორი ამბობს, რომ მავნე მწერი არეალს აფართოებს, რის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანში მავნე მწერი აზიური ფაროსანა მოსახლეობას სახლებში შეესია.
მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება აპრილის თვის ბოლოდან დაიწყება.

ამინდი