Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამტრედიის რაიონის სოფელ ოფეთში მშენებარე ეკლესია და საცხოცრებელი სახლები გაქურდეს

თარიღი : 21-09-2019, 20:26 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ა.კ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფეთში, ორი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ფარულად შეაღწია, საიდანაც ორი ტელევიზორი და სხვადასხვა ნივთი მოიპარა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ა.კ.-მ სამტრედიის რაიონის სოფელ ოფეთში მშენებარე ეკლესიის სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი მოიპარა.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით.


ნანახია: 285-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული მომხდარიდან 2 დღეში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას,

ამინდი