Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ტაბიძის და ლორთქიფანიძის ქუჩებზე სამუშაოები სრულდება

თარიღი : 20-09-2019, 19:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში ტაბიძისა და ლორთქიფანიძის ქუჩებზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ორივე ქუჩაზე მთლიანად გამოიცვალა სანიაღვრე სისტემა და მოეწყო ტროტუარები. ამჟამად კი ქუჩები გრანიტის ქვაფენილით ეწყობა. სამუშაოები სექტემბრის ბოლომდე დასრულებული იქნება, რომლის შემდეგ გარეგანათების ლამპიონები დამონტაჟდება.

სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, საკრებულოს დეპუტატ მამუკა რიჟამაძესთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ბექა ყურაშვილთან ერთად დაათვალიერა.

NS


ნანახია: 219-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი