"სახლი თავზე რომ დაგვენგრეს, მე კი გავიქცევი, მაგრამ ჩემი ავადმყოფი შვილი ნანგრევებს თავს როგორ დააღწევს?!"
თარიღი : 27-02-2014, 21:16 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე რამდენიმე კვადრატიან ბეტონის სახლში სოციალურად დაუცველი 55 წლის მზია ფუთურიძე ხანდაზმულ დედასთან და შშმ შვილთან ერთად რამდენიმე ათეული წელია, ცხოვრობს.
როგორც topnews.com.ge-ს სოციალურად დაუცველმა ქალბატონმა განუცხადა, წვიმიან ამინდში სახლში რეზინის ჩექმებით დადიან, ქარიან ამინდში კი სახლში ყოფნა შეუძლებელია, რადგან სახლიდან სამშენებლო მასალები და ბათქაში ცვივა.
"ამ სახლში ცხოვრება შეუძლებელია, არ ვიცით, როდის დაგვენგრევა თავზე. ხანდახან ვფიქრობ, რომ სახლი თავზე რომ დაგვენგრეს, მე კი გავიქცევი, მაგრამ ჩემი ავადმყოფი შვილი ნანგრევებს თავს როგორ დააღწევს-თქო. მერიას ბევრჯერ მივმართეთ დასახმარებლად, მაგრამ უშედეგოდ. თურმე "ოცნებაც" კი ლიმიტირებული ყოფილა ამ ქვეყანაში. სახლში დედას და შვილს სითბო უნდა, ერთი 80 წლისაა, მეორე კი ინვალიდი, გვცივა, მაგრამ შეშას არავინ გვაძლევს, ახლა ცოტა ნახერხი მოგვიკითხა მეზობელმა და იმას ვანთებთ საღამოობით, რომ არ გავიყინოთ, ვთხოვთ ქუთაისის ახალ მერს იქნებ მოიცალოს ჩვენთვისაც და დაგვეხმაროს", - განაცხადა მზია ფუთურიძემ.
სოციალურად დაუცველი ოჯახი, ქალაქის მასშტაბით იმ ღატაკ ოჯახთა ოცეულში მოხვდა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია "კამპუს ლიენ კლუბი" დაეხმარა. ორგანიზაციის წარმომადგენლები სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს არამალფუჭებადი პროდუქტებით დაეხმარნენ.
"გვქონდა პროექტი, სადაც ვეხმარებოდით სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, პროექტის დასასრულს კი გადავწყვიტეთ უკიდურესად შეჭირვებულ ფუთურიძეების ოჯახს დავხმარებოდით", - აცხადებს ორგანიზაციის თავმჯდომარე მონიკა მარღანია.