Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის გუბერნატორის მოადგილე დაწინაურდა

თარიღი : 19-09-2019, 13:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს, პირველი მოადგილის თანამდებობაზე იოსებ ხახალეიშვილი წარუდგინა. რწმუნებულის მოადგილის თანამდებობა კი ლევან კიკნაველიძემ დაიკავა.

იოსებ ხახალეიშვილი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა, ამ პერიოდიდან ოთხი წელი - რწმუნებულის მოადგილის პოზიციაზე.

ლევან კიკნაველიძე დღემდე „ჭიათურ-მანგანუმ ჯორჯია”-ს მონიტორინგის სამსახურის უფროსი იყო. გასულ წლებში კი მუშაობდა: საქართველოს კონტროლის პალატაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ქუთაისის სასამართლოში, სადაც სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა.


ნანახია: 935-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი