Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქართველ და უცხოელ სტუდენტებს მაღალი ხარისხის უმაღლეს განათლებას შესთავაზებს"

თარიღი : 19-09-2019, 12:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, უნივერსიტეტი სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად მზად 2020 წლის სექტემბერში იქნება.

"ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ჰაბი რეგიონში. თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი საგანმანათლებლო სივრცე ქართველ და უცხოელ სტუდენტებს მაღალი ხარისხის უმაღლეს განათლებას შესთავაზებს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოდელი შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან კოორდინაციით. უნივერსიტეტი თანამშრომლობს სამეცნიერო დარგში მსოფლიოს წამყვან სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებთან. თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა „იულიხის საერთაშორისო კვლევით ცენტრთან"

უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს. როექტს სრულად აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ და მისი სავარაუდო ბიუჯეტი მილიარდი ევროა,"-აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები.

პირველ ეტაპზე აშენდება:

· 3 სასწავლო კორპუსი;

· 3 სტუდენტური საერთო საცხოვრებელი;

· პროფესორ-მასწავლებელთა საცხოვრებელი კორპუსი;

· ცენტრალური ბიბლიოთეკა.

განვითარების შემდეგ სტადიებზე აშენდება:

· ადრონული თერაპიის ცენტრი;

· საუნივერსიტეტო კლინიკა;

· დამატებით 2 სასწავლო კორპუსი;

· ლაბორატორიები და კვლევით-სამეცნიერო დანიშნულების სხვა ობიექტები.


ნანახია: 302-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მიუნხენის უნივერსიტეტის სპეციალისტები ქართველ არქიტექტორებს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოების პროცესშიც

ამინდი