Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ჩვენ სამშობლოში ფეხით ჩამოვედით, 31 დღე ვიარეთ, ისე მოვიწევდით მშობლიური მიწისკენ, როგორც საყვარელი ადამიანისკენ,'-ქუთაისში ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლეს

თარიღი : 18-09-2019, 20:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დღეს ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა. ფერეიდანიდან ფეხით ჩამოსული ქართველები უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა გულთბილად მიიღეს.

პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ დამსწრე საზოგადოებას გულანთებული ფერეიდნელი ქართველები: ისმაილ დავითაშვილი, ომიდ გუგუნაშვილი, შაჰრამ ონიკაძე წარუდგინა, რომელთა წინაპრებიც 400 წლის წინ შაჰ-აბას პირველის ბრძანებით, იძულებით გადაასახლეს საქართველოდან. მათ კი წინაპრების გავლილი გზით სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს.

„ჩვენ სამშობლოში ფეხით ჩამოვედით, 31 დღე ვიარეთ, დღეში დაახლოებით 46 კილომეტრს გავდიოდით, ხან წვიმდა, რთული გზა გამოვიარეთ, ადრე ვდგებოდით და მზის ჩასვლამდე არ ვჩერდებობით. ისე მოვიწევდით მშობლიური მიწისკენ, როგორც საყვარელი ადამიანისკენ. როცა საქართველოს ვუახლოვდებით, გული გვიცემდა, სამშობლოს სუნი გვცემდა. ამას მხოლოდ მშობლიურ მიწას მოცილებული და მონატრებული ადამიანი გაიგებს. ყველა ქართველი, რომელის ქვეყნისგან შორსაა, მშობლიურ მიწას უნდა დაუბრუნდეს და მაშინ გახდება ქვეყანა ძლიერი,“ - ამბობს შაჰრამ ონიკაძე.

ფერეიდნელი ქართველები საქართველოში 22 სექტემბრამდე დარჩებიან და ყველა კუთხეს მოივლიან.


ნანახია: 407-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მთამსვლელი შარამ ონიკაძე საქართველოში მოგზაურობის შემდეგ, დაუფარავი სიხარულით საუბრობს სამშობლოზე და ღიად საუბრობს მისი ნახვით
ჰელენ იოსელიანი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა
პროფესიით ისტორიკოსი ქართულ-ირანული ურთიერთობების შესწავლითაა დაინტერესებული.
როგორც ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-ს ოჯახის ახლობელმა განუცხადა, ბებიაშვილი ავღანეთში მისიით მესამედ იმყოფებოდა და

ამინდი