Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა არ მოეწონა თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეს Topnews.com.ge-ს მასალაში-სააგენტო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თარიღი : 18-09-2019, 19:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ზე განთავსდა მასალა სახელწოდებით: რატომ ანგრევს თერჯოლის მერია კინოთეატრის შენობას. მასალა ეყრდნობოდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ facebook გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას და მასში საუბარი იყო იმაზე, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია თერჯოლაში, ოთხი ძმის ქუჩა #1-ში მდებარე კინოთეატრის შენობის დემონტაჟს გეგმავს. აქვე იყო გამოქვეყნებული მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების პოზიციაც, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მხარს კინოთეატრის რეაბილიტაციას უჭერდა, თუმცა შენობის მდგომარეობა მისი გარემონტების საშულებას არ იძლევა. მასალის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე:http://topnews.com.ge/news/17424.

საინფორმაციო სააგენტოზე მასალის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში სააგენტოს მთავარ რედაქტორს ქრისტი ქარჩხაძეს დაუკავშირდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე ირმა ბახუტაშვილი, რომელმაც საჯარო საიტიდან მასალის აღება მოითხოვა და აქვე განაცხადა, რომ სათაური არ მოსწონდა.

"საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge წლებია საქმიანობს მედიაბაზარზე და წლების განმავლობაში მკითხველისათვის ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდებას ცდილობს. სააგენტოს იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერიასთან, საკრებულოსთან და სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო უწყებასთან საზოგადოებისათვის საჭირო, სასარგებლო და პრობლემატურ საკითხებზე თანამშრომლობის ასევე მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მიუღებელია საჯარო მოხელის მხრიდან მსგავსი ტონით და პათოსით რედაქციის საქმიანობაში ჩარევა და მითუმეტეს მოთხოვნა რაიმე მასალის წაშლაზე. თუ რომელიმე მხარეს საინფორმაციო სააგენტოზე გამოქვეყნებულ მასალებთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია გააჩნია, შეუძლია საკუთარი პოზიცია ცივილური ფორმით დააფიქსიროს. ირმა ბახუტაშვილს მოვუწოდებთ საჯაროდ ბოდიშის მოხდისკენ,"-ნათქვამია საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 256-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებში 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მიმდინარეობს გზებზე ინერტული მასალის (მთის ქანის)
კონკურსის შესახებ ინფორმაციას თერჯოლის მერია ავრცელებს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობა გამგებლის მიერ 30 000 -ლარიანი ავტომობილის შეძენის მიზეზებს განმარტავს.
ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს მოქალაქეებმა განუცხადეს.

ამინდი