ტელეკომპანიებს „ქუთაისი“ და „ტელეარხი 25“-ს სანქცია დაეკისრა
თარიღი : 27-02-2014, 19:05 | კატეგორია: საზოგადოება

საქართველოს კომუნიკაცეიბის ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანიებს „ქუთაისი“ და „ტელეარხი -25“-ს სანქცია დააკისრა, წერილობითი გაფრთხილება.
როგორც კომისიაში აცხადებენ, კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ ტელეკომპანიები „ქუთაისი“ და „ტელეარხი 25“ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში გარკვეულ არალიცენზირებულ მხატვრულ და ანიმაციურ ფილმებს ანთავსებდნენ.
კომისიის გადაწყვეტილებებით ორივე ტელეკომპანიას დაეკისრა სანქცია, წერილობითი გაფრთხილება და დაევალათ მხოლოდ ლიცენზირებული ტელეპროდუქციის განთავსება საკუთარ სამაუწყებლო ბადეში.