Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანში ცნობილი ქართველი მოჭადრაკის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა

თარიღი : 17-09-2019, 18:44 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანში, გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმში საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2019 წლის კალენდრით გათვალისწინებული საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი "ნინო ხურციძის მემორიალი-2019“ და ნინო ხურციძის სახელობის საჭადრაკო კლუბი ვანში. ღონისძიებას საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი და აღნიშნული ტურნირის დირექტორი ზაზა ლომინაძე, მსოფლიო დიდოსტატი ჭადრაკში და ტურნირის მსაჯი ნანა იოსელიანი, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის მოადგილეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ნინო ხურციძის მშობლები მზია და ომარ ხურციძეები და საზოგადოების სხვა წევრები ესწრებოდნენ.

ცნობილი ქართველი საერთაშორისო დიდოსტატი ნინო ხურციძე იყო ქართული საჭადრაკო ოჯახის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელიც მძიმე დაავადების გამო ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა. ნინო ხურციძე იყო ევროპისა და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული, 5 მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის, 3 მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის, 7 ევროპის ჩემპიონატის მონაწილე. საქართველოს 6-გზის ჩემპიონი. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიადის პრიზიორი. ნინო ხურციძე წარმოშობით ვანის რაიონიდან იყო.

17-18 სექტემბერს ნინო ხურციძის სახელის უკვდავსაყოფად გაიმართება საერთაშორისო მაშტაბის დახურული ტურნირი სწრაფ ჭადრაკში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს და საქართველოს 10 საუკეთესო მოჭადრაკე ქალი. მათ შორის ევროპის 2-გზის ჩემპიონი ქალთა შორის, მსოფლიოს ჩემპიონატების და მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების მრავალგზის პრიზიორი უკრაინელი საერთაშორისო დიდოსტატი ნატალია ჟუკოვა, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების წევრები: მსოფლიოს, ევროპის და მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვაბულები და პრიზიორები, საქართველოს უძლიერესი საერთაშორისო დიდოსტატი ქალები -ნანა ძაგნიძე, მაია ლომინეიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია, ქეთევან კახიანი-გერშინსკა და აზეირბაჯანელი საერთაშორისო დიდოსტატი ზეინაბ მამედიაროვა.


ნანახია: 323-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საერთაშორისო დიდოსტატის წოდება ქალთა შორის მან 1976 წელს მოიპოვა, 1978 წელს ჭადრაკის ისტორიაში პირველად კი მამაკაცთა შორისაც.
ჭადრაკში დავით ჩირაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი დასრულდა.
,,ბაგრატი 1003“-ში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა სწრაფ ჭადრაკში ქალთა შორის.

ამინდი