Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი ძიუდოისტი ევროპის ჩემპიონია

თარიღი : 17-09-2019, 10:16 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისელი ძიუდოისტი გიორგი თუთაშვილი ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი გახდა!
ფინეთში ჩატარებულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თუთაშვილმა 66 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა და საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი მოუპოვა.

ზოგადად, ქართველმა ახალგაზრდებმა ევროპის ჩემპიონატი ფანტასტიკური შედეგით დაასრულეს. მათ ქალაქ ვანტააში 6 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.
გიორგი თუთაშვილთან ერთად ფინეთში ევროპის ჩემპიონები გახდნენ:

ტატო გრიგალაშვილი (-81კგ), ლაშა ბექაური (-90კგ), ილია სულამანიძე (-100კგ) და გელა ზაალიშვილი (+100კგ). კიდევ ერთი ოქროს მედალი საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57კგ) მოიპოვა, რომელიც ქართული ძიუდოს ისტორიაში ახალგაზრდებს შორის პირველი ევროპის ჩემპიონი ქალი ძიუდოისტია. ვერცხლის მედალი -81კგ-ში ვლადიმერ ახალკაცმა მოიპოვა.

ბრინჯაოსმედალოსნები გახდნენ: მარიამ ჭანტურია (-70კგ) და მიხეილ ბექაური (-90კგ).


ნანახია: 1004-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზესტაფონის მკვიდრი 15 წლის ტარიელ სამხარაძე ტრადიციულ კარატეში ევროპის ჩემპიონი გახდა.
ახალგაზრდა ქართველმა მსროლელმა, რომელიც ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის დებიუტანტია ვერცხლის მედალი ოთხშაბათს, 24 თებერვალს

ამინდი