Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონში სრულად რეაბილიტირებული მესამე საჯარო სკოლა გაიხსნა

თარიღი : 16-09-2019, 22:43 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ქალაქ ხონის ოთხ საჯარო სკოლასა და №1 და №2 საბავშვო ბაღებში დაესწრნენ და სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს.

დღეს, ოფიციალურად გაიხსნა ხონის მე-3 საჯარო სკოლა, რომელსაც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ დაფინანსებით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა.

ხონის მუნიციპალიტეტის მერი იმყოფებოდა სოფ. ჯიხაიშის საჯარო სკოლაშიც, სადაც ელენე იობიძე პირველ კლასში პირადად მიიყვანა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

მიმდინარე სასწავლო წელს ხონის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 240 პირველკლასელმა დაიწყო სწავლა.


ნანახია: 312-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შენობა საბავშვო ბაღების გაერთინების ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გახსნეს და

ამინდი