Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სკვერების, შადრევნის, ლიფტებისა და მოედნების მოწყობა-რაში დახარჯავს ქუთაისის მერია მილიონ ლარზე მეტს

თარიღი : 16-09-2019, 17:43 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"2019 წელს ქუთაისში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად დამატებით 1 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება,-აღნიშნულ განცხადებას ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია აკეთებს.

მერის განცხადებით, შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო. აღნიშნულ თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარი დაემატება. იგეგმება სკვერების, შადრევნის, ლიფტებისა და მოედნების მოწყობა.

"იგეგმება ავანგარდში სკვერის რეაბილიტაცია (497 957 ლარის ფარგლებში), ლეონიძის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია ( 134 510 ლარის ფარგლებში), ხარაზოვის ბაღში დინამიკური, პროგრამირებადი შადრევნის მოწყობა ( 336 860 ლარის ფარგლებში), ლიფტების მოწყობა-რეაბილიტაცია ( 92 305 ლარის ფარგლებში), მინი სტადიონების მოწყობა-რეაბილიტაცია ( 367 682 ლარის ფარგლებში). ქალაქის მასშტაბით 9 სადარბაზოში მოწესრიგდება ლიფტი, მოეწყობა 6 ახალი მინი სტადიონი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 6 ძველ მოედანს. დასახელებული პროექტების ნაწილზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია,"-აცხადებს მერი.


ნანახია: 500-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამუშაოებს ზედამხედველობას ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური უწევს.

ამინდი