Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სკოლა იმერეთში, რომელსაც სულ ხუთი მოსწავლე ჰყავს

თარიღი : 16-09-2019, 16:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმაახალი სასწავლო წლის დაწყება წყალტუბოს მაღალმთიან სოფელ საჩხეურის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს. მცირეკონტიგენტიან სკოლაში 5 ბავშვი სწავლობს. მესამე, მეხუთე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასი თითო ბავშვით არის წარმოდგენილი. წინა წელს აღნიშნულ სკოლაში 2 მოსწავლე ყავდათ რეგისტრირებული.

საჩხეურის საჯარო სკოლა 1947 წელს აშენდა და არსებობის პერიოდში რეაბილიტაცია საჭიროებისამებრ ეტაპობრივად ჩაუტარდა.

დღესვე, მხარის რწმუნებულმა მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ზესტაფონის სოფელ წევაში ახლადრეაბილიტირებული საჯარო სკოლა დაათვალიერა და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

2019 წელს იმერეთის რეგიონში 184 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა.


ნანახია: 454-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა.
დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღნიშნეს.
იმერეთის გუბერნატორმა საჩხერის სოფლებში აშენებული 3 ახალი საბავშვო ბაღი გახსნა და აღსაზრდელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

ამინდი