Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის რეგიონის ორ სკოლაში სასწავლო წლის განახლება გადაიდო

თარიღი : 16-09-2019, 10:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს მასშტაბით არსებულ საჯარო სკოლებში 2010-2020 სასწავლო წელი განახლდა. შეფერხებაა 19 სკოლაში, სადაც სწავლა სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ვერ დაიწყო. მათ შორის არის იმერეთის რეგიონის ორი სკოლა. კერძოდ, ტყიბულის, სოფელ მუხურის #2 საჯარო სკოლა, სადაც სწავლა 23 სექტემბერს დაიწყება და ტყიბულის სოფელ ძმუისის საჯარო სკოლა, სადაც სწავლა 30 სექტემბერს განახლდება.

იმერეთის რეგიონში სულ 200-მდე სკოლას უტარდება რეაბილიტაცია, სამუშაოებზე 9 020 000 ლარი დაიხარჯება. სკოლებში შენობების გადახურვები ხორციელდება, ფასადების მოწესრიგება მიმდინარეობს, ეწყობა შიდა ინფრასტრუქტურა, სველი წერტილები და მონტაჟდება გათბობის სისტემები.


ნანახია: 401-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ 17 საგანმანათლებლო დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია უტარდება. რეგიონის მასშტაბით

ამინდი