Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პოლიტიკურ პარტიებს არასამთავრობოებმა საარჩევნო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები გააცნეს

თარიღი : 27-08-2013, 15:56 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს საარჩევნო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები გააცნეს. ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეკრებილ პოლიტიკურ სპექტრს ცვლილებების შესახებ ინფორმაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, სამართლიანი არჩევნებისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტებმა მიაწოდეს.
საარჩევნო კოდექსში შესულ ერთ-ერთ ცვლილებას ამომრჩეველთა სიის შედგენაზე პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრა წარმოადგენს. ამომრჩეველთა სიის შედგენაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაეკისრა. ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე შედგენილი სია კი მზად 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის უნდა იყოს.
გარდა ამისა, განისაზღვრა იმ თანამდებობის პირთა სია, რომლებსაც საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ. ასევე, დაზუსტდა იმ თანამდებობის პირების ჩამონათვალიც, რომლებიც საკუთარი თავის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში თანამდებობებს დატოვებენ. ესენი არიან პრემიერი, ქალაქების მერები, ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები და მინისტრის მოადგილეები, უშიშროების საბჭოს წევრები, მარეგულირებელი კომისიების წევრები და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები.
როგორც ორგანზიაციების წარმომადგენლებმა შეხვდრისას აღნიშნეს, მათი რეკომენდაცია იყო, რომ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პოლიტიკური თანამდებობის პირთა სია შემცირებულიყო. ასევე, არასამთავრობოთაკიდევ ერთ რეკომენდაციას არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე აგიტაციის აკრძალვა წარმოადგენდა, თუმცა აღნიშნული ცვლილებები ამ დროისათვის კანონმდებლობაში ვერ მოხვდა.


ნანახია: 2214-ჯერ

მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმის თქმით, პირველ ეტაპზე, განხილვები საარჩევნო სისტემის, საარჩევნო ადმინისტრაციების
'ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ' USAID-ის და 'საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის' მხარდაჭერით პროექტის-
მიმდინარე წლის 13 ივლისს საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებები 2016 წლის არჩევნებში ამომრჩევლების მონაწილეობის წესს არეგულირებს.
ანგარიშში, ასევე, საუბარია რიგ მუნიციპალიტეტებში განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებებისა და სოციალური და ინფრასტრუქტურული
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ანგარიში.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ბლოგი.