Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'დღეიდან მესხიშვილის თეატრის ეზოში ვეღარ გიპოვით! ვერც საგრიმიოროში, სალონში, სცენაზე,'-საქართველოს სახალხო არტისტი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

თარიღი : 14-09-2019, 09:44 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
საქართველოს სახალხო არტისტი, მესხიშვილის თეატრის მსახიობი ანზორ ხერხაძე გარდაიცვალა. ქუთაისის საპატიო მოქალაქე და არაერთი ჯილდოსა თუ პრემიის კავალერი 82 წლის იყო. იგი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში 1962 წლიდან მუშაობდა. ნათამაშები აქვს 224 როლი. 2010 წელს მას ვარსკვლავიც გაუხსნეს.

"მოგვენატრებით! თანაც ძალიან, ანზორ ბატონო!

დღეიდან მესხიშვილის თეატრის ეზოში ვეღარ გიპოვით!
ვერც საგრიმიოროში, სალონში, სცენაზე!

ვერ მოგიკითხავთ და თქვენეული ბარიტონით ვერ გვიპასუხებთ!
ტიტულები?

ისინი უამრავი გქონდათ - მსახიობიდან დაწყებული, ხელოვნების ქურუმით დამთავრებული...
თუმცა, ყველა ტიტულს, მესხიშვილის თეატრის ერთგულება და სიყვარული გერჩივნათ!
საქართველოს სახალხო არტისტი -ანზორ ხერხაძე გარდაიცვალა!"- წერია მესხიშვილის თეატრის ოფიციალურ გვერდზე.


ნანახია: 605-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ანზორ ხერხაძის შემოქმედებითი ბიოგრაფია 224 როლს ითვლის.
ლამარა ვაშაკიძეს თეატრში 100-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული.
მსახიობები ამბობენ, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი ღირსეული პიროვნება უნდა იყოს.
რეჟისორის მეგობრების თქმით, ის მოულოდნელად ინფარქტით გარდაიცვალა.

ამინდი