Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოებს ამოწმებს

თარიღი : 12-09-2019, 11:36 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა მიმდინარე თვეში ცხოველთა სასაკლაოები ქვემო ქართლის რეგიონში შეამოწმეს. ინსპექტირებისას 4 ობიექტზე (შპს "ანგელი", შპს "ალალი 2015", შპს "ფენიქს მით ენდ ფოლთრი", ი/მ ხაიალ ქარიმოვი) აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობები-სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. სააგენტოს წარმომადგენლების მიერ გაცემული მითითებების შესრულების შემდეგ ორ სასაკლაოს-შპს "ანგელს" და ი/მ ხაიალ ქარიმოვს საწარმოო პროცესი უკვე აღუდგა.

ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოებში კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. წელს 290 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა, რის შედეგადაც 31 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.

"იმისათვის, რომ სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებული ხორცი და ხორცპროდუქტები უვნებელი იყოს, აუცილებელია ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოები აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს და მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარიულ-ჰიგიენული მდგომარეობა. სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სახელმწიფო კონტროლს და დარღვევების შესახებ პერიოდულად ეცნობება საზოგადოებას,"-აცხადებენ სააგენტოში.


ნანახია: 158-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა 11 ბიზნესოპერატორს: 3 სასაკლაოს, 4 ხორცის საბითუმო სარეალიზაიციო ობიექტს,
2016 წლის იანვრიდან დღემდე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა გეგმური ინსპექტირება საქართველოს 28 აგრარულ ბაზარში, არაგეგმურად
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 313 საბავშვო ბაღის კვების ბლოკი და 54 სკოლის ბუფეტი შემოწმდა.

ამინდი