"ნაციონალები" ქუთაისის ორგანიზაციის ახალ ხელმძღვანელს ორ მარტს აირჩევენ
თარიღი : 26-02-2014, 20:26 | კატეგორია: პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევნები 2 მარტს არის ჩანიშნული. აღნიშნულის შესახებ იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი და ქუთაისის ასევე ყოფილი ვიცე-მერი ამირან ძოწენიძე წერს.
„გადავწყვიტე ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე ვიყარო კენჭი. მიუხედავად იმისა, რომ "ვარდების რევოლუციის" ერთი რიგითი მონაწილე და ამ წლების განმავლობაში „ნაციონალების“ აქტიური მხარდამჭერი ვიყავი, პარტიაში მხოლოდ 2012 წლის 2 ოქტომბერს შევედი. ასეთი ნაბიჯი მხოლოდ მე არ გადამიდგამს. ბევრმა ადამიანმა, ვისთვისაც ფასეულია ლიბერალური ღირებულებები და ქვეყნის დასავლური კურსი, იგივე გააკეთა. ცვლილებების დროა,“ - ამბობს ძოწენიძე.