Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ე.წ. ჩაპას მღვიმე დააზიანეს-სულ დალეწილი დაგვხვდა სტალაქტიდები

თარიღი : 11-09-2019, 13:19 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩაზე აღმოჩენილი ე.წ. ჩაპას მღვიმე დააზიანეს. აღნიშნულის შესახებ ვახტანგ სიხარულიძე წერს. მღვიმე სწორედ მან და მისმა ძაღლმა აღმოაჩინეს.

"სულ დალეწილი დაგვხვდა სტალაქტიდები. სირცხვილია... ძალიან სამწუხაროა, თუ ასე გაგრძელდა, აღარაფერი დარჩება სანახავი ბნელი ხვრელის გარდა,"-ამბობს ვახტანგ სიხარულიძე.

მღვიმე, რომელიც შესაძლოა, 30-50 ათასი წლის წინანდელი იყოს, ქუთაისში, გასულ წელს აღმოაჩინეს. აღმოჩენილი მღვიმე სპელეოლოგებმა დაათვალიერეს. როგორც ისინი ამბობენ, პირველადი დათვალიერებით, მღვიმე უნიკალურია. თუმცა, მღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე, წლების განმავლობაში წარმოებული ქვის მოპოვებითი სამუშაოების გამო, ჩამოყრილია სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების დიდი ნაწილი. მღვიმეში პირველი ექსპედიციის შემდეგ სპელეოლოგები აზუსტებენ არის თუ არა სადმე აღწერილი ეს მღვიმე, თუმცა, იმაზე დაყრდნობით რაც ნახეს, ვარაუდობენ, რომ ეს ახალი აღმოჩენაა, და ეს ადგილი დღემდე არცერთ სამეცნიერო ნაშრომში არ ყოფილა აღწერილი.


ნანახია: 1320-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მღვიმე, სპელეოლოგებმა ვალერი ბარბაქაძემ და გიგო ონიანმაც დაათვალიერეს და მისი შესწავლა დაიწყეს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში უცნობ მღვიმეებზე ტური განხორციელდა.
ნავენახევის მღვიმე, რომელიც თერჯოლაში მდებარეობს, პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს. რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ
მანდაეთის მღვიმეს აქამდე მეცნიერულად შესწავლილი მხოლოდ 1 ჩასასვლელი ჰქონდა, რომელსაც „ზაქარიას კლდის მღვიმე“ ეწოდებოდა.
სოფელ ხომულის ტერიტორიაზე მაცხოვრებლები განმარტავენ, რომ თავიანთი თვალით უნახავთ მღვიმეში ჩასული და განკურნებული ადამიანები.

ამინდი