Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, 296 საცხოვრებელი კორპუსის საძირკველში წყალმომარაგების ამორტიზებული ქსელი იცვლება

თარიღი : 10-09-2019, 18:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, 296 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის საძირკველში განთავსებული წყალმომარაგების მილები (ჰორიზონტალური დგარი) სრულად იცვლება,-ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

"აღნიშნული ქსელის რეაბილიტაციას თავდაპირველი პროექტი არ ითვალისწინებდა. კორპუსების სარდაფებში არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით, მილების რეაბილიტაციისთვის პროექტში ცვლილებები შეიტანა.

დღეის მდგომარეობით, კორპუსების საძირკველში არსებული წყალმომარაგების ქსელი ამორტიზებულია, ხშირია დაზიანების ფაქტები, რაც იწვევს სარდაფების დატბორვას. ამ დროისთვის, სამუშაოები 60 საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში დასრულებულია.

სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, კორპუსებში აბონენტების გამრიცხველიანება მიმდინარეობს, რაც წყლის გამანაწილებელი დგარებისა და შიდა ქსელების მოწყობას ითვალისწინებს,"-აცხადებენ კომპანიაში.

ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია წელს დასრულდება. პროექტს 80 788 120 ლარით აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს.


ნანახია: 444-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში ქალაქის მასშტაბით დაახლოებით 300 კორპუსია, რომლის სარდაფსაც წყლის პრობლემა აქვს.
წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამშენებლო სამუშაოებისათვის აზიის განვითარების ბანკმა 27 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.
წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ და გაერთიანებული წყალმომარაგების
პირველ ეტაპზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია 37 ქუჩაზე დაიწყო. აქედან, უმეტეს მათგანზე სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია.

ამინდი