Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის სოფლებში საბავშვო ბაღებს რეაბილიტაცია უტარდება

თარიღი : 10-09-2019, 16:53 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა მიქელეფონისა და ძულუხის საჯარო სკოლების თავისუფალ ფართში საბავშვო ბაღების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. თითოეული საბავშვო ბაღი 30-30 აღსაზრდელზეა გათვლილი.

ასევე მოინახულეს N2 საბავშვო ბაღის განთავსების მიზნით ქალაქ ვანში ჭავჭავაძის N42-ში მდებარე ყოფილი ბიბლიოთეკის შენობის და მთისძირის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები. ქ. ვანის N2 საბავშვო ბაღი 100 აღსაზრდელს, ხოლო მთისძირის 120 აღსაზრდელს მოემსახურება.

პროექტების ჯამური ღირებულება 541 950 ლარს შეადგენს.

აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები შპს ამხანაგობა „ჭერი“ და შპს „იმედი 2015“ ახორციელებს.

რეაბილიტაციის პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება.


ნანახია: 787-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი