Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მოგიწოდებთ ყველა ქუთაისელს, ვისთვისაც ეს ქალაქი და მისი ღირებულებები მნიშვნელოვანია, 11 სექტემბერს, 14:00 საათზე მოდით მერიასთან"

თარიღი : 10-09-2019, 10:32 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ გულშემატკივრები 11 სექტემბერს, ქუთაისის მერიასთან აქციას გამართავენ. ისინი კიდევ ერთხელ მოითხოვენ გუნდში არსებული ფინანსური კრიზისის აღმოფხვრას. მათი თქმით, მართალია „ტორპედო“ ქუთაისის მერიას გადაეცა, თუმცა სამი თვეა გუნდში მოსულ ფეხბურთელებს ხელფასები არ აუღიათ. გულშემატკივრები ქუთაისის მერიისგან საჭირო თანხების მოძიებას და გუნდის გადარჩენას ითხოვენ.

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთი განცხადება გავავრცელეთ გუნდის ირგვლივ განვითარებულ ამბებზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ადრესატამდე ეს მესიჯები გვიან მიდიოდა. ქალაქის მერია, რომელსაც ზაალ ჩაჩავასთვის კლუბის ჩამორთმევას ვთხოვდით, თვეები არ გვისმენდა. შემდეგ გვატყუებდა!

გვიან, მაგრამ მაინც მივედით იქამდე, რომ კლუბი მერიამ დაიბრუნა. თუმცა ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ კლუბის დაბრუნება არ ყოფილა. მას შველა სჭირდება!

ფეხბურთელებს, რომლებიც გუნდში 3 თვის წინ მოვიდნენ, დღემდე ერთი ხელფასიც არ აუღიათ. კვლავ უხელფასოდ რჩებიან ის ფეხბურთელებიც, რომლებმაც „ტორპედო“ გაჭირვების ჟამს არ მიატოვეს და ბოლომდე გვიერთგულეს, მაგრამ... მათ მოთმინებასაც აქვს საზღვარი და ჩვენსასაც!!!

ფეხბურთელები აცხადებენ, რომ მიუხედავად კლუბისადმი დიდი პატივისცემისა, ბევრი პრობლემა დაუგროვდათ, რის გამოც იძულებულნი ხდებიან, ვარჯიშებზე უარი თქვან. უკვე თვეებია გაურკვევლობაშია კახა ჩხეტიანიც. ფეხბურთელებთან საუბარი ყოველთვის მას უწევს... როგორც კახა ჩხეტიანმა გვითხრა, მას უკვე ფეხბურთელებთან საუბრისაც კი რცხვენია, აღარ იცის რა უთხრას და პრობლემას საკუთარ თავში ხედავს - ეტყობა, ჩემი ბრალია ყველაფერი, მე ვუშლი ხელს კლუბის განვითარებას და წავალ მეც მაშინო...

ამას არ დავუშვებთ! აღარ მოვითმენთ! აღარ მოვტყუვდებით! აღარ გაპატიებთ!

გადავწყვიტეთ 11 სექტემბერს, 14:00 საათზე შევიკრიბოთ ქალაქის მერიასთან და მოვითხოვოთ ნებისმიერი გზით კლუბისთვის საჭირო თანხის გამონახვა. ვინაა დამნაშავე მომხდარში, ვინ რას უცდის და ა.შ., ეს ყველაფერი არ გვაინტერესებს! მხოლოდ ერთი მიზანი გვაქვს - „ტორპედო“ უნდა გადარჩეს, გააგრძელოს არსებობა და იყოს წარმატებული კლუბი.
ქუთაისს „ტორპედო“ სჭირდება.

„ტორპედოს“ გარეშე ჩვენს ქალაქში ფეხბურთი მოკვდება...

მოგიწოდებთ ყველა გულშემატკივარს, ვისაც გული შეგტკივათ „ტორპედოზე“, 11 სექტემბერს, 14:00 საათზე მოდით მერიასთან!

მოგიწოდებთ ყყველა მშობელს, ვისაც პატარა ფეხბურთელები გეზრდებათ, 11 სექტემბერს 14:00 საათზე მოდით მერიასთან და დაიცავით ის მომავალი, რომლებსაც თქვენს ბავშვებს ართმევენ!

მოგიწოდებთ ყველა ქუთაისელს, ვისთვისაც ეს ქალაქი და მისი ღირებულებები მნიშვნელოვანია, 11 სექტემბერს 14:00 საათზე მოდით მერიასთან.

ქუთაისს „ტორპედო“ სჭირდება. „ტორპედო“ ქართულ ფეხბურთსაც სჭირდება!

გელოდებით, 11 სექტემბერს 14:00 საათზე მერიასთან!“ - წერია კლუბის გულშემატკივრების „ჩვენ ვართ ტორპედოს“ ოფიციალურ გვერდზე.


ნანახია: 244-ჯერ

მსგავსი სიახლეები
15 ოქტომბერს ქუთაისის 'ტორპედო'-სა და თბილისის 'ლოკომოტივს' შორის მორიგი მატჩი, 19:00 საათზე, 'ტორპედო'-ს მოედანზე გაიმართება.

ამინდი