რა ეღირება ქუთაისში ავტომობილების პარკირება?
თარიღი : 26-02-2014, 16:50 | კატეგორია: საზოგადოება

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილების რაოდენობა და პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარი დაამტკიცეს.
ქუთაისის ვიცე-მერის მოვალეობის შემსრულებლის ნოდარ მიქიაშვილის განცხადებით, ქალაქში ავტოსადგომების მოწყობას ერთი სუბიექტი უზრუნველყოფს. პარკირების ახალი სისტემით კი ქალაქის ბიუჯეტში 55 000 ლარის ნაცვლად 400 000 ლარი შევა. ავტოსადგომებისათვის ქალაქის მასშტაბით 100 საერთო და 42 სპეციალური ადგილი იქნება. რაც შეეხება პარკირების საფასურს, ერთ საათის ღირებულება 50 თეთრი, სამი საათი ერთი ლარი, ერთი დღე ორი ლარი, ერთი კვირა ხუთი ლარი, ერთი თვე ათი ლარი, ხოლო ერთი წელი 40 ლარი იქნება.