Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კლუბის შენობისა და საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია-პროექტები, რომელიც ხონის დევნილთა დასახლებისთვის ხორციელდება

თარიღი : 6-09-2019, 11:56 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლებს უმასპინძლა და იმ ინფრასტრუქტურული ობიექტების შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, რომელთა მშენებლობა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა( KFW) და ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) დაფინანსებით ქალაქ ხონში მიმდინარეობს.

ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ვინსენტ დონტო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო, შეაფასა და მუნიციპალიტეტის მერს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.

დევნილების გრძელვადიანი განსახლებისთვის, ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაციისათვის ხონის მუნიციპალიტეტში სამხედრო დასახლებაში არსებული კლუბის შენობა რემონტდება. ასევე, მიმდინარეობს ქალაქის #2 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია.


ნანახია: 336-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი