'ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისთვის,'- ჭიათურაში ახალგაზრდებისთვის პროექტი იწყება
თარიღი : 6-09-2019, 11:19 | კატეგორია: ახალი ამბები

საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში-ჭიათურაში, ტყიბულში, ცაგერში, ხაშურსა (სურამი) და გარდაბანში პროექტი- „ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისთვის“ იწყება, რომლის მიზანია, ადგილობრივმა ახალგაზრდებმა საკუთარი ქალაქის თუ დაბის განვითარების ხელშემწყობი პროექტები შექმნან. გამარჯვებული გუნდის წევრები ჩეხეთში სასწავლო ტურით გაემგზავრებიან, გამარჯვებული იდეა კი განხორციელდება.
პროექტს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის არაკომერციული ორგანიზაცია „აგორა“ ახორციელებს. ამასთან, თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლენილ საუკეთესო იდეის დაფინანსების საკითხს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დამატებით განიხილავს.
დღეს პროექტის წარმომადგენლები ჭიათურაში იმყოფებოდნენ. ისინი მონაწილე გუნდებს შეხვდნენ და დეტალურად ისაუბრეს, თუ რა ღონისძიებებში უნდა მიიღონ მონაწილეობა.შეხვედრას ჭიათურის მერის პირველი მოადგილე გიორგი ბიწაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა ცერცვაძე და ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ბიწაძე დაესწრნენ.
ჭიათურის მერის პირველი მოადგილის გიორგი ბიწაძის თქმით,აღნიშნული პროექტი სასარგებლო და ნაყოფიერი იქნება ჭიათურელი ახალგაზრდებისთვის.
"მათ მიეცათ საუკეთესო შანსი, თავიანთი იდეების რეალიზებით საკუთარი წვლილი შეიტანონ ქალაქის განვითარებაში,“-განაცხადა გიორგი ბიწაძემ.
პროექტი 3-4 კაციანმა ჯგუფებმა უნდა შეიმუშაონ და ნოემბრის ბოლომდე წარმოადგინონ. პროექტში ჩართული ახალგაზრდები აუცილებლად 18-დან 30 წლამდე ასაკის ადგილობრივები უნდა იყვნენ. პროექტის ღირებულება და ზედა ზღვარი განსაზღვრული არ არის. 5-ვე მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს თითო იდეა,