Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონის მერი ავღანეთში დაშავებულ სამხედროს სტუმრობდა

თარიღი : 5-09-2019, 18:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე უფროს ლეიტენანტ ივერი ბუაძეს სტუმრობდნენ, რომელიც 2017 წლის სექტემბერში, ავღანეთში “მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში დაიჭრა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხონელ გმირს ქართული ბრძოლის სიმბოლო ხმალი გადასცეს და გამოჩენილი მამაცობისთვის მადლობა გადაუხადეს.

ივერი ბუაძემ სხეულის მძიმე დაზიანება 2017 წლის 6 სექტემბერს ჩრდილოეთ ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას, ბაგრამის ავიაბაზის ახლოს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად მიიღო.


ნანახია: 545-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახალგაზრდა ავღანეთში სამშვიდობო მისიის ფარგლეში 5 თვის წინ ჩავიდა და მას კონტრაქტის ვადა ოქტომბერში ეწურება.
გარდაცვლილი 25 წლის სამხედრო, ზესტაფონის მუნიციპლალიტეტის სოფელ სანახშირეს მკვიდრია.
ავღანეთში დაღუპული სამხედრო მოსამსახურე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.

ამინდი